ჰიერონიმუს პრაღელი – „ეპიზოდი”
1416 წლის 30 მაისს კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფმა ინკვიზიციამ ეშაფოტზე აიყვანა სახელოვანი ჩეხი რეფორმატორი და სწავლული, იან ჰუსის ახლო მეგობარი და მისი თანამებრძოლი – ჰიერონიმუს პრაღელი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალგზის საშინელი წამებისა, ჰიერონიუსმა თავისი იდეების უარყოფაზე მაინც მტკიცე უარი განაცხადა და ამ იდეებითვე ავიდა აუტოდაფეზე. ერთ-ერთი თვითმხილველი მისი სიკვდილის დასჯისა, ჩეხი სწავლულის ძალადობრივ მოკვდინებას ასე გადმოგვცემს: „ეშაფოტზე ასულმა ჰიერონიმუსმა სამოსი თავისივე ხელით გაიძრო. შემდეგ იმ ძელთან დაემხო მუხლებზე, რომელზედაც რამდენიმე ხანში მიაბეს და ლოცვა დაიწყო. ლოცვას მორჩენილი ძელზე გააკრეს, ირგვლივ შეშის კონები შემოუწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს. როგორც კი ცეცხლის პირველი ალი ავარდა, ჰიერონიმუსმა რომელიღაც ჰიმნის სიმღერა წამოიწყო, თუმცა მის ხმას კვამლი და ცეცხლი ახშობდა. სიკვდილით დასჯის პროცესში ერთ-ერთმა ჯალათმა ცეცხლს პრაღელის ზურგს უკან შეუკეთა, რის გამოც მომაკვდავისაგან ასეთი სიტყვები მიიღო: „მოდი აქ და ჩემს თვალწინ შეუკეთე ცეცხლი. მე რომ ცეცხლის მშინებოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდიო”. სამწუხაროდ, ეს ამ არაჩვეულებრივი კაცის უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)