უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXXIX”

მითხარ,რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,

რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,

კოჭლიც მიწოდე,თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება

და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.

* * *

ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით,რადგან

შენი ბადალი,თავად ვიცი,მე არ ვბრძანდები,

ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ

და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.

* * *

შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,

ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,

რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,

ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.

* * *

ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,

ვინც შენ არ გიყვარს,აღარც ჩემთვის არის მოყვარე.