უილიამ როკფელერი – „ეპიზოდი”
მსოფლიოს პირველი ოფიციალური მილიარდერი, გენიალური ამერიკელი ბიზნესმენი – ჯონ როკფელერი, ათწლეულების განმავლობაში საგულდაგულოდ ცდილობდა სიმართლის დამალვას საკუთარი მამის – უილიამ როკფელერის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, 60 წლის ასაკში იგი მაინც გახდა იძულებული სინამდვილე ეღიარებინა.
უილიამ ევერი როკფელერ-უფროსს (1810-1906 წლები) რისკიან თაღლითად ახასიათებდა მისი თანამედროვეები. იგი საკუთარ თავს „ბოტანიკურ ექიმად” მოიხსენიებდა და მისივე „რეცეპტით” დამზადებულ მრავალგვარ ელექსირს ჰყიდდა. მათ შორის გველის ზეთსაც, რომელსაც – „ეშმაკი ბილი” უწოდა. „სასწაულმოქმედი წამლებიაო”, – დაჟინებით ირწმუნებდა იგი, ამ დროს კი უფროსი როკფელერის მიერ ნაწარმოები „სამკურნალო პრეპარატები” ყოვლად უსარგებლონი იყვნენ. მას ხომ არანაირი სამედიცინო განათლება არ ჰქონია მიღებული. მძიმე შრომას უილიამი მუდმივად თავს არიდებდა, ეს საქმე კი მისგან დიდ ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვდა და თანაც, რაც ყველაზე მთავრი იყო, კაპიტალის დაგროვების საშუალებასაც იძლეოდა. აკი დააგროვა კიდეც.
თაღლითობა თაღლითობად და უილიამი არც კარგი მეოჯახის რეპუტაციით არ სარგებლობდა. გარდა მრავალრიცხოვანი საყვარლებისა და უკანონო შვილებისა, როკფელერს ორი ცოლიც ჰყავდა. იგი ისე ცხოვრობდა წლების განმავლობაში ორივე მათგანთან, რომ არც ერთმა არ იცოდა თავის ქმარს სხვა ოჯახიც თუ გააჩნდა.
იმის გამო, რომ როკფელერების გამილიარდერებური ოჯახის რეპუტაციასა და ავტორიტეტს ჩრდილი არ მიდგომოდა, ჯონი 60 წლის ასაკამდე საგულდაგულოდ მალავდა სიმართლეს მამამისის შესახებ. თუმცა საიდუმლოს ფარდა ამერიკელმა ჟურნალისტმა – იდა მ. ტარბელმა ახადა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ როკფელერი