სადამ ჰუსეინი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ერაყელი დიქტატორი – სადამ ჰუსეინი მშობლებმა 5 წლის ასაკში დანიშნეს 7 წლის ნათესავ გოგონაზე (ბიძაშვილზე). გოგონას სახელი გახლდათ – საჯიდა ტალფა. წყვილს თანაცხოვრებაში ხუთი შვილი – 2 ვაჟიშვილი (უდეი და კუსეი) და სამი ქალიშვილი (რაგადი, რანუ და ჰალუ) შეეძინა. (ავტორი გენია.ჯი) 50 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ, კერძოდ კი – 1986 წელს სადამმა სხვა ქალი – სამირა შაჰბანდარი ისე შეირთო ცოლად, რომ საჯიდას არ გაშორებია. ერაყელი დიქტატორის ქმედებამ უკიდურესად განარისხა არა მხოლოდ ჰუსეინის პირველი ცოლი, არამედ მისი „ცხელთავიანი” ვაჟი – უდეიც. შედეგმაც არ დააყოვნა: 1988 წელს ამ პირსისხლიანმა ჯალათმა საკუთარი ხელით მხოლოდ იმიტომ მოკლა მამის ერთ-ერთი პირადი მცველი – ქამელ ხან გეგეო, რომ სწორედ მისი მეშვეობით გაიცნო ჰუსეინმა – სამირა შაჰბანდარი თავის დროზე. უდეი მამამ დასაჯა, თუმცა არასათანადოდ. – (ავტორი გენია.ჯი)
უდეი
სადამი და სამირა