კლარა ჰიტლერი – „ეპიზოდი”
მკაცრი და სასტიკი მამისაგან განსხვავებით, ადოლფ ჰიტლერის დედა - კლარა პიოლცლი (1860-1907 წლები) თავშეკავებული და მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავისი ვაჟიშვილი დაეცვა გამძვინვარებული ქმრის მუშტებისაგან, რაც ასე ხშირი შემთხვევა იყო მათ ოჯახში. (ავტორი გენია.ჯი) ყოველ ჯერზე, როცა ჩხუბი მორჩებოდა, პიოლცლი დიდი რუდუნებით ამშვიდებდა და ეალერსებოდა თავის პატარა ვაჟს. ვაჟს, რომელიც შემდგომ ნამდვილ ურჩხულად იქცა. „დედაჩემი – თავისი სათნო და ნაზი ბუნებით, ნამდვილი კომპენსაცია გახლდათ ძალიან მკაცრი მამისთვისო”. – ასე აღწერა ერთხელ ჰიტლერის დამ – პაულამ საკუთარი დედ-მამა.
1903 წელს ალოისი (ჰიტლერის მამა) გარდაიცვალა. ვაჟზე ზრუნვა სრულად გადავიდა დედის მხრებზე და ისიც შესაშურად ეწეოდა ჭაპანს. კლარა ყველანაირად უწყობდა ადოლფს ხელს სახვით ხელოვნებაში ეცადა ბედი. მოგვიანებით, ჰიტლერმა მუსიკაშიც სცადა ბედი, რა დროსაც დედამ საჩუქრად როიალი უყიდა. „ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები, რომლებიც მშვენიერ სიზმრებად მეჩვენებოდაო”, – ასე დაუხასიათებია ჰიტლერს ის პერიოდი.
მოგვიანებით, კლარა მკერდის კიბოს საშინელი სენით დაავადდა. დედის ავადმყოფობამ ადოლფი ვენიდან სახლში დააბრუნა. დაბრუნდა და მართლაც რომ ზედ გადაეგო მასზე ზრუნვას. მას თავის ავადმყოფ დედასთან ერთად ეძინა სამზარეულოში. სამზარეულოში იმიტომ, რომ ზამთარში იგი ერთადერთი ოთახი იყო, რომელიც ჰიტლერების ოჯახში თბებოდა. მიუხედავად ამისა, მან დედის გადარჩენა მაინც ვერ შესძლო. კლარა პიოლცლი-ჰიტლერისა სულ რაღაც ორმოცდაშვიდიოდე წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. „დედის სიკვდილმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აბსოლუტურად დამაცარიელაო”, – უთქვამს მოგვიანებით ჰიტლერს.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ კლარას მკურნალი ექიმი ეროვნებით ებრაელი იყო. ედუარდ ბლოხი – ასე ერქვა მას. „მთელი ჩემი სამედიცინო კარიერის განმავლობაში არსად და არავინ მინახავს ისეთ განუზომელ მწუხარებას მიცემული, როგორც ადოლფ ჰიტლერიო”. – ეს სიტყვები ექიმმა მას შემდეგ წარმოთქვა, რაც დედის ცხედარზე დამხობილი ჰიტლერი იხილა.
დედის ფოტო-სურათს ჰიტლერი მუდამ თან ატარებდა. მისი პორტრეტი ეკიდა სამუშაო კაბინეტში. ბუნკერშიც თან ჰქონია ჰიტლერს დედის ფოტო. სანამ ბუნკერამდე მივიდოდა, მოასწრო და, დედის დაბადების დღე – 12 აგვისტო, „გერმანელი დედების პატივგების დღედ” გამოაცხადა გერმანიაში. – (ავტორი გენია.ჯი)
კლარა ჰიტლერი
ალოის ჰიტლერი
პატარა ადოლფი