ძიან ცინი – „ეპიზოდი”
დურგლის ღარიბ ოჯახში ქვეყნიერებას მოვლინებული მაო ძედუნის ცოლი – ძიან ცინი (1914-1991 წლები) გავლენიანი ქმრისაგან მინიჭებულმა ძალაუფლებამ და პრივილეგიებმა ნამდვილ მხეცად აქცია. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც ამბობდნენ მის შესახებ ცინის თანამედროვეები – „ძალაუფლება თავში აუვარდაო”. თავდაპირველად, იგი იმ ცნობილ ჩინელ მსახიობს გაუსწორდა, რომელთანაც რომელიღაც როლის გამო, რამდენიმე ათეული წლის წინათ კონფლიქტი მოუვიდა. ძიანის ბრძანებით მსახიობი ჯერ დააპატიმრეს, ბოლოს კი საკანში მის სიკვდილზეც „იზრუნეს”. სხვა მის მტრებს, ეს ბოღმიანი ქალი ან უკიდურეს დონემდე ამცირებდა, ან კიდევ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გარდა მტრებისა, ძიანი სისასტიკით გამოირჩეოდა თავისი მსახურების მიმართაც. მათ იმდენად ეშინოდათ მაო ძედუნის დაუნდობელი ცოლის, რომ ხშირად ხელებაწეული და ფეხებგაშლილნი დადიოდნენ ტანსაცმელის შრიალს რომ არ დაერღვია მისი მყუდროება.
ძალაუფლების ტყვედ ქცეულ ქალს სავალალო აღსასრული ხვდა წილად: ციხის საკნიდან განთავისუფლებულმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში ჩამოიხრჩო თავი. – (ავტორი გენია.ჯი)