ელისაბედ ბოუზ-ლაიონი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდონარეობისას, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, უსაფრთხოების მიზნით სამეფო ოჯახი კანადაში გადაეყვანა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც პარლამენტის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა ხალხის მიერ „მომღიმარ ჰერცოგინიად” წოდებული ბრიტანეთის იმპერიის დედოფალი კონსორტის - ელისაბედ ბოუზ-ლაიონისათვის, ჯორჯ VI-ის მეუღლეს ერთმნიშვნელოვნად განუცხადებია დამსწრე საზოგადოებისათვის: „ჩემი შვილები ჩემს გარეშე არასოდეს დატოვებენ სამშობლოს. არც მე დავტოვებ არასოდეს ჩემი ქმრის გარეშე სამშობლოს. ჩემი ქმარი კი, კარგად დაიხსომეთ, არასოდეს დატოვებს თავის სამშობლოს”.
ელისაბედ II-ის დედის სიტყვებმა ბრიტანული საზოგადოება აღფრთოვანებაში მოიყვანა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, ნაციზმის მოძულე დედოფალს ადოლფ ჰიტლერმა „ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქალი” უწოდა.