სპარტელი მოზარდის პასუხი…
დიდ ძველ ბერძენ ისტორიკოსს – პლუტარქეს თავის ერთ-ერთ თხზულებაში მოყვანილი აქვს პატარა, თუმცა მეტად საინტერესო ისტორია, რომელიც კარგად ასახავს სპარტელი ადამიანის ბუნებასა და ზოგად ხასიათს. (ავტორი გენია.ჯი)
…ერთი ტყვედ აყვანილი სპარტელი მოზარდი მონათა ბაზარზე გაიყვანეს გასაყიდად.
„ – მე რომ გიყიდო, მოიქცევი ისე, როგორც პატიოსანი ადამიანები იქცევიან? – ჰკითხა მოზარდს ერთ-ერთმა მყიდველმა.
აქვე განვმარტოთ, რომ მყიდველს ჰქონდა ასეთი შეკითხვის დასმის მიზეზი, რადგან ძველ ბერძნებსა და რომაელებს ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ მონების პატიოსნებაში. ისინი თაღლითებად და ცრუპენტელებად მიიჩნევდნენ მათ.
და, რა უპასუხა მოზარდა მის პოტენციურ მეპატრონეს? – „დიახ, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც არ მიყიდოთო”. – (ავტორი გენია.ჯი)