რიხარდ ვაგნერი – „ეპიზოდი”
ადოლფ ჰიტლერის ფავორიტი გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები), ვინაც არასოდეს დაგიდევდათ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ პრინციპებს, კარგად ათვითცნობიერებდა საკუთარ მუსიკალურ ნიჭსა და შესაძლებლობებს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ნამდვილ გენიოსს წარმოადგენდა და ზედმეტი პატივმოყვარეობის გამო, არც არასოდეს მალავდა ამას. ვაგნერი ხშირად სვამდა ხოლმე ასეთ რიტორიკულ შეკითხვას: „ვინ ვისი მოვალეა? – გენიოსი ხალხისა, თუ ხალხი გენიოსისაო?” – როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ხალხს უფრო თვლიდა გენიოსთა მოვალედ, ვიდრე ამ უკანასკნელთ ხალხის მოვალედ. ამიტომაც აცხადებდა იგი ყოვლად დაურიდებლად – „სამყარო ვალდებულია მომაწოდოს ყველაფერი ის, რაც მე მჭირდებაო!” – (ავტორი გენია.ჯი)