იოზეფ II (სრი) – „ეპიზოდი”
1785 წელს საღვთო რომის იმპერატორმა – იოზეფ II (სრი)-მ გამოსცა ახალი განკარგულება, რომელმაც დაკრძალვის დამკვიდრებულ პროცედურაში ბევრი უცნაური და მოსახლეობისათვის მიუღებელი ცვლილება შეიტანა. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, იოზეფის მიერ გამოცემული კანონი მიცვალებულის ყოველგვარი ტანისამოსის გარეშე (შიშველად) დაკრძალვას ითვალისწინებდა. ახლადშემოღებული პროცედურის თანახმად, თავდაპირველად, ცხედარი უნდა ჩაესვენებინათ კუბოში, შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი ტრანპორტირება სასაფლაომდე, სასაფლაოზე ცხედარი უნდა ამოღებულიყო სპეციალური „მრავალჯერადი კუბოდან” და ჯვალოს ტომარაში გახვეული დამარხულიყო ყოველგვარი კუბოს გარეშე; უკანასკნელ განსასვენებლებზე აიკრძალა საფლავის ქვების დადგმა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭირისუფალს ეკრძალებოდა რაიმე ნივთის ჩაყოლება სამარეში საყვარელი ადამიანისთვის; მასიურად იმატა საერთო სასაფლაოების რაოდენობამ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ღონისძიებები ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: ვენისა და სხვა ქალაქების სასაფლაოების ფართობი ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდებოდა, რაც ქალაქებს ტერიტორიების მხრივ პრობლემებს უქმნიდა. იმის გამო, რომ სასაფლაოების ტერიტორიების გაფართოება შეზღუდულიყო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რამდენიმე წლის ინტერვალით მკვდარზე მკვდარი დაემარხათ ერთ საფლავში. ამიტომაც კრძალავდნენ ჯვალოს ტომრებით ცხედრებს (ტრადიციული კუბოთი დასაფლავებული მიცვალებული ხომ გაცილებით დიდ ადგილს იკავებს მიწაში?!)
იოზეფის განკარგულებამ უკიდურესად აღაშფოთა ვენისა და სხვა ქალაქების მკვიდრები. მოსახლეობაში გაჩენილმა პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა. ხალხი მოქალაქეთა უკანასკნელი უფლების დაცვის მოტივმა გააერთიანა. მათ მთავრობისაგან მოითხოვეს – ადამიანურად მისცემოდათ გარდაცვლილებს დაკრძალვის შესაძლებლობა.
მოსახლეობის პროტესტმა რამდენიმე ხანში შედეგი გამოიღო: იოზეფმა თავისი განკარგულება გააუქმა. – (ავტორი გენია.ჯი)