ენრიკო კარუზო – „ეპიზოდი”
სამი კლასის განათლების მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა იტალიელმა ტენორმა – ენრიკო კარუზომ (1873-1921 წლები), მშობლიურ ნეაპოლში ერთადერთხელ ჩაატარა კონცერტი, და იმ ერთადერთხელაც საშინელი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა: მას მსმენელმა სტვენა დაუწყო სიმღერის შესრულების პროცესში. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, კარუზომ დაიფიცა, რომ არასოდეს აღარ გამართავდა კონცერტს მშობლიურ ქალაქში და მართლაც აღარ გაუმართავს. კონცერტი არ გაუმართავს მაგრამ, დრო და დრო იგი მაინც სტუმრობდა ნეაპოლს. „ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ნეაპოლს ვსტუმრობ, სპაგეტის დაგემოვნებააო”. – ასე განუმარტავს მშობლიურ ქალაქში თავისი ვიზიტების არსი ნეაპოლზე გულდაწყვეტილ საოპერო მომღერალს მოგვიანებით. – (ავტორი გენია.ჯი)