ევგენი ლეონოვი – „ეპიზოდი”
თეატრისა და კინოს საყოველთაოდ ცნობილი საბჭოთა მსახიობი - ევგენი ლეონოვი (1926-1994 წლები), ჰუმანური და კეთილშობილი ბუნებით გამორჩეული ადამიანი გახლდათ. ეს რომ ასე იყო, ჟურნალისტისთვის მიცემული ლეონოვის უკანასკნელი ინტერვიუც კარგად მოწმობს. (ავტორი გენია.ჯი) 68 წლის ასაკში ტრომბოემბოლიას შეწირული მსახიობი ზემოაღნიშნული ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტს შემდეგი სიტყვის თანხლებით დაემშვიდობა: „კანონზე მაღლა შესაძლოა – სიყვარული დავაყენოთ! ყველა სხვა უფლებაზე მაღლა – მოწყალება! სამართლიანობაზე მაღლა შესაძლოა დადგეს – მიტევება! ეს კი საკმარისია იმისათვის, რათა არ დავეშვათ ადამიანური დონის ქვემო საფეხურებზე”. – (ავტორი გენია.ჯი)