მაო ძედუნი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც მაო ძედუნი (1893-1976 წლები) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოვიდა, საცხოვრებლად ჟონგნანჰაის სასახლეში გადავიდა, რომელიც ქვეყნის მთავარი მოედნის ტიანანმენის სიახლოვეს მდებარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) მაოს ქალიშვილის – ლი ნას გადმოცემით, ჩინელი ბელადის საძინებელი უზარმაზარი, სამეჯლისო დარბაზის მოცულობისა ყოფილა. ძედუნის საძინებლის ავეჯის დიდი ნაწილი უფრო ევროპული იყო, ვიდრე ჩინური. თანაც თანამედროვე და ერთობ ფუნქციონალური. საძინებელს ოთხი ფანჯარა გააჩნდა, თუმცა მათზე ყოველთვის ხავერდის მასიური და დიდი მწვანე ფერის მქონე ფარდები ყოფილა ჩამოფარებული, რის გამოც დღის სინათლეს მუდმივად მოკლებული იყო. ფანჯრებს არც არასოდეს აღებდნენ. „მამის საძინებელში, ღამეს დღისაგან ვერასდროს გაარჩევდითო”, – შენიშნავდა ჩინელი ბელადის ქალიშვილი. „მაოიზმი”-ს ფუძემდებელი მასიური ხისგან დამზადებულ საწოლში იწვა, რომელიც ჩვეულებრივ ორადგილიან საწოლზე გაცილებით დიდი გახლდათ. საწოლის ორი მესამედი წიგნებით იყო სავსე, რომელთა კითხვა ასე უყვარდა ძედუნს. საწოლის სიახლოვეს იდგა ოთხკუთხა ფორმის უზარმაზარი ხის მაგიდა, რომელიც სამუშაო მაგიდის ფუნქციასაც ასრულებდა და სასადილო მაგიდის ფუნქციასაც. ლი ნას გადმოცემით, მაო ძედუნი უმეტესწილად სწორედ რომ საკუთარ საძინებელ ამჯობინებდა ტრაპეზობას. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟონგნანჰაის სასახლე