ტომას ალვა ედისონი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ გამომგონებელს ელექტრიფიკაციის სფეროში – ტომას ალვა ედისონს, 1914 წლის დეკემბრის თვეში საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს: ხანძარმა შთანთქა მეცნიერის ლაბორატორია. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად გაჩენილმა ცეცხლმა პირწმინდად გაანადგურა ედისონის მიერ გაკეთებული ყველა სამეცნიერო კვლევის შედეგი, ჩანაწერები და ნაშრომები. მეცნიერის ვაჟი, რომელმაც ეს სავალალო ფაქტი შეიტყო, უმალვე ტრაგედიის ადგილისაკენ გაემართა. გზაში იგი იმაზე წუხდა, თუ რამდენად რთულად გადასატანი იქნებოდა ეს საშინელი მოვლენა მამისთვის. რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ, ტომასონი ვაჟმა ხანძრის შორიახლოს იპოვა. ამ უკანასკნელისდა გასაკვირად, სწავლული ერთობ მშვიდად ადევნებდა თვალს შემთხვევის ადგილს და მრავლისმეტყველად იღიმებოდა. ერთადერთი, რაც მას ედისონმა სთხოვა, საკუთარი მეუღლის – მინას თავისთან მიყვანა იყო. და როდესაც მინა მასთან გაჩნდა, ედისონმა ცოლს მთელი სერიოზულობით უთხრა: „შეხედე, მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არ გვიხილავს მსგავსი მოვლენა. თუმცა, გაგიკვირდება-და, ამ შემთხვევაში კატასროფა ერთის მხრივ სასარგებლოც კია: დაიწვა და დაიფერფლა ყველა ჩვენი შეცდომა! დიდება უფალს, ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. დავიწყოთ ყველაფერი თავიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)