ჯორჯ ორუელი – „ეპიზოდი”
„ერთადერთი, რაც მინდა ამქვეყნად, არის ის, რომ ვიყო მიმზიდველი და სასურველი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვისო”. – ამბობდა თავის დროზე გენიალური ინგლისელი მწერალი - ჯორჯ ორუელი (1903-1950 წლები). და მართლაც, ლიტერატორის ერთ-ერთი ახლო მეგობრის – მეიბლ ფირცის გადმოცემით, ორუელი გამოუსწორებელი მექალთანე ყოფილა. მისივე მტკიცებით, ჯორჯს მინიმუმ ერთი საყვარელი მაინც ჰყავდა ინგლისის თითოეულ საგრაფოში. და მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი წარმატებისა, იგი მაინც ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს – არამც და არამც არ მოსწონდათ.
მწერალი თავის რომანტიკულ თავგადასავლებს არ მალავდა და ღიად აღიარებდა, რომ თავის პირველ ცოლს – ეილინ ო’შონესის მუდმივად ღალატობდა. თუმცა თავს იმით „იმართლებდა”, რომ ღალატი ორმხრივი იყო. მაშასადამე, არა მარტო თავად ღალატობდა მეუღლეს, არამედ ეილინიც ღალატობდა მას. – (ავტორი გენია.ჯი)
ორუელი ეილინთან ერთად