ნიკოლოზ გოგოლი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი ლიტერატორი - ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852 წლები), უცნაური თვისებებით გამორჩეული ადამიანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: მუდმივად იძინებდა – მჯდომარე მდგომარეობაში; ყოველთვის მუშაობდა – ფეხზე მდგომი; საკუთარი ხელით თავისთვის იქსოვდა შარფებს, რაც მამაკაცებს ასე იშვიათად ახასიათებთ; უყვარდა ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანა… თუმცა მარტო ამით რუსი პროზაიკოსის უცნაურობები არ ამოიწურება. ცოცხლად დამარხვის შიშით – ტაფოფობიით უკიდურესად შეპყრობილ გოგოლს ტრაპეზობის უჩვეულო სტილიც გააჩნდა: ჭამის პროცესში ნიკაპი ყოველთვის თეფშზე ჰქონდა მიბჯენილი და ასე შეექცეოდა კერძს. – (ავტორი გენია.ჯი)