აუგუსტ ფონ მაკენზენი – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას (1915 წელს), გერმანული და ავსტრო-უნგრული არმიები სერბეთის დედაქალაქის – ბელგრადის აღების დროს, სერბული არმიისგან მართლაც რომ თავგანწირულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სერბებმა, რაც კი შეეძლოთ, ყველაფერი გაიღეს თავიანთი დედაქალაქის გადასარჩენად… თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც უშედეგოდ. მოწინააღმდეგის განსაკუთრებულმა სიმამაცემ აღაფრთოვანა თვით მოკავშირეთა არმიის სარდალი, გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი - აუგუსტ ფონ მაკენზენი (1849-1945 წლები). უთქვამს კიდეც თავისი ქვეშევრდომებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დასრულების შემდგომ – „ჩვენ ბრძოლა მოგვიწია ისეთი არმიის წინააღმდეგ, რომლის შესახებაც მხოლოდ ზღაპრებში გვსმენიაო”.
ის კი არადა, ბელგრადის დამცველთა გმირობით იმდენად იყო აღფრთოვანებული მაკენზენი, რომ სამხედრო ისტორიაში ჯერ არნახული ნაბიჯიც გადადგა: მთავარი ბრძოლის ადგილზე პირადად დაუდგა ძეგლი-მონუმენტი – მტრებს, ბელგრადის მცველ მამაც სერბ ჯარისკაცებს (მტერთათვის ძეგლი მაკენზენამდე ალბათ არც დაუდგამს არავის). ძეგლზე, რომელიც დღემდეა განთავსებული პირვანდელ ადგილას, გერმანულ და სერბულ ენებზე დატანილია წარწერა: „აქ განისვენებენ უმამაცესი სერბი გმირები”.
ასეთი გამაოგნებელი მეთოდით დასდო პატივი აუგუსტმა სიმამაცეს, თუმცა-კი – მოსისხლე მტრების სიმამაცეს. – (ავტორი გენია.ჯი)