მუშკეტერები – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის პირადი მცველები - მუშკეტერები, რომლებიც ასე გარომანტიკებული ჰყავთ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში, პარიზელებს დიდად გულზე არ ეხატებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით მაინც გასკონელი მუშკეტერები. დედაქალაქის მაცხოვრებელებს თავი მოაბეზრა მათმა უხეშმა ხუმრობებმა, ბაქიაობამ და აგრესიულმა ქცევებმა. თუმცა, მეფის ფავორიტი მუშკეტერების წინააღმდეგ ღიად ვერავინ გამოდიოდა. სამაგიეროდ, ისინი ხშირად ხდებოდნენ ამა თუ იმ პიესის შეუცვლელი გმირები, სადაც ლიტერატორები კარიკატურული სახით წარმოადგენდნენ მათ.
მეფის მიერ მინიჭებული პრივილეგიები მუშკეტერებს ძალიან ათავხედებდა. ისინი ეთავხედებოდნენ ყველას, მათ შორის ქალებსაც კი, რის გამოც ეს უკანასკნელნი ყოველთვის გაურბოდნენ მათ. მეფის პირადი მცველები ხშირად სტუმრობდნენ საროსკიპოებს, რომელთაც – „ღირსების ბაზრობებს” უწოდებდნენ. თავხედობას მუშკეტერები არც იქ იშლიდნენ და უკიდურეს დონეზე ამცირებდნენ დაწესებულების „მასპინძლებს”. შედეგად, იმ პერიოდში სალაპარაკო ლექსიკონში დამკვიდრებული იქნა სიტყვა – „მუშკეტერული მანერები”, რომელსაც მაშინ გამოიყენებდნენ, როდესაც ესა თუ ის ადამიანი უხეშად და თავხედურად მოიქცეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)