ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”
რიგი ავტორების მტკიცებით, „ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის ძლევამოსილი მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები), უკიდურესი სიძუნწით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურად მათ უამრავი საინტერესო ფაქტი მოყავთ ფრიდრიხის ბიოგრაფიიდან. ასე მაგალითად: ერთხელ გერმანული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელ მონარქთან პრუსიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში დაიჩივლა, რომ საელჩოს არ ჰყოფნიდა დაფინანსება. იმ შემთხვევაში კი, თუ ფრიდრიხი დაფინანსებას არ გაუზრდიდა, დიპლომატი იძულებული გახდებოდა საელჩოს დაქვემდებარებაში მყოფი ეტლი გაეყიდა ცხენებითურთ და მერე, ფეხით ევლო ყოველ ჯერზე სამეფო სასახლემდე. „ – მინდა გითხრათ, რომ ფეხით სიარულში ცუდი არაფერია; თუმცა, თუკი ვინმე ამის გამო დაგცინებთ, მხოლოდ ის უთხარით, რომ ჩემი წარგზავნილი ხართ და, რომ თქვენს უკან სამასი ათასიანი პრუსიული არმია დგას”. – ამ სიტყვების თანხლებით ძუნწმა ფრიდრიხმა უარი განაცხადა ბრიტანეთში არსებული პრუსიის საელჩოს დაფინანსების გაზრდაზე. – (ავტორი გენია.ჯი)