იცით თუ არა, რომ?!
1. კინემატოგრაფიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობას – კრივი წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. წყლის საერთაშორისო დღე ყოველი წლის – 22 მარტს აღინიშნება.
* * *
3. ერთუჯრედიანი არსებები (უმარტივესები) დედამიწაზე 4 მილიარდი წლის წინ გაჩნდნენ, მრავალიჯრედიანები ორგანიზმები კი „სულ რაღაც” 700 მილიონი წლის წინათ.
* * *
4. შავ ზღვაში ათიოდე კუნძულია საერთო ჯამში განთავსებული. ამ მხრივ იგი ერთობ ღარიბი ზღვაა.
* * *
5. ნორვეგიაში კანონით იკრძალება ალკოჰოლური სასმელების რეკლამირება. – (ავტორი გენიაჯი)
* * *
6. ვეშაპისებრი ზვიგენი დებს კვერცხს, რომლის დიამეტრი – 35 სანტიმეტრს შეადგენს. ასეთი დიდი დიამეტრით თვით სირაქლემას კვერცხიც კი არ გამოირჩევა.
* * *
7. ჩვენი პლანეტის ყველაზე მთიან ნაწილს – აზია წარმოადგენს. მთები აზიის კონტინენტის ტერიტორიის 64%-ზეა განფენილი. ცნობისათვის, მთებს ავსტრალიის სულ რაღაც 3% ტერიტორია აქვთ მოცული. ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელსაც მთები არ გააჩნია – ბელორუსია.
* * *
8. მეტეოროლოგია – ანუ ამინდისა და კლიმატის შემსწავლელი მეცნიერება ყველაზე ახალგაზრდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა მსოფლიოში.
* * *
9. თხუნელას ერთ ღამეში 300 მეტრი გვირაბის გათხრის უნარი შესწევს.
* * *
10. კბილი – ერთადერთი ორგანიზმია ადამიანისა, რომელიც რეგენერაციას არ ექვემდებარება (ორგანიზმის მიერ დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების აღდგენა დარჩენილი უჯრედების პროლიფერაციის გაძლიერების გზით). – (ავტორი გენია.ჯი)