ანდრეი ვიშინსკი – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას საბჭოეთში წარმოებული უსასტიკესი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის 1935-1939 წლებში - ანდრეი ვიშინსკის პიროვნების შესახებ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ როლანდ ფრეისლერის, ჰიტლერული გერმანიის სასამართლო პალატის თავჯდომარის სიტყვები – „იგი ჩემთვის მისაბაძი მაგალითიაო”. (ავტორი გენია.ჯი) სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში (1954 წლის 22 ნოემბერი) ამ პირსისხლიანმა კაცმა თავისი აღსასრული ნიუ-იორკში, კერძოდ-კი, „გაერო”-ში მუშაობის პერიოდში ჰპოვა. ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევას ემსხვერპლა. სხვა ვერსიით კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ანდრეი ვიშინსკის გარდაცვალების შემდგომ, მის სამუშაო კაბინეტში განთავსებული სეიფი შესაბამისმა სამსახურებმა გახსნეს. მასში აღმოჩენილი იქნა დატენილი ბრაუნინგი და წითელი საქაღალდე ერთადერთი დოკუმენტით. ეს უკანასკნელი გახლდათ დასასმენი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, დაწერილი საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის – დიმიტრი მანუილსკის მიერ თვითონ ანდრეი ვიშინსკის წინააღმდეგ. მაშასადამე, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ. სტალინისადმი განკუთვნილი დოკუმენტი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა – „ბევრი სიმართლე რომ იცოდეთ ვიშინსკის შესახებ, ასეთ მატყუარა ადამიანს გვერდით არ დაიყენებდითო”.
აღნიშნულ დოკუმენტს, რომელსაც ასე სათუთად უფრთხილდებოდა თავის აღსასრულამდე ვიშინსკი, სტალინი პირადად გაეცნო, რის შემდგომაც იგი „რატომღაც” თავად ვიშინსკის გადაუგზავნა გასაცნობად. ისტორიკოსთა მტკიცებით, ასეთი მეთოდით საბჭოთა გენსეკმა დამატებითი კაუჭით გამოიბა ფეხზე სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი შემოქმედი. – (ავტორი გენია.ჯი)
დიმიტრი მანუილსკი