ჩეხები – „ეპიზოდი”
ჩეხი ხალხი - ერთ-ერთ ყველაზე არარელიგიურ ხალხადაა მიჩნეული მსოფლიოში. შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკას თიკუნიც შესაბამისი აქვს – „ათეისტების ქვეყანა”. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, სტატისტიკოსთა მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობის 60% საკუთარ თავს ათეისტებს მიაკუთვნებს. ამავდროულად კი, ცენტრალურ ევროპაში განთავსებული ეს მშვენიერი სახელმწიფო უამრავი შესანიშნავი ტაძრით იწონებს თავს. მიუხედავად ტაძართა სიმრავლისა, მათ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ესთეტიკური დანიშნულება უფრო აქვთ მინიჭებული, ვიდრე რელიგიური.
ჩეხებს ასეთივე დამოკიდებულება გააჩნიათ რელიგიური დღესასწაულების მიმართაც. მაგალითად ისეთი ბრწყინვალე რელიგიური დღესასწაულების მიმართ, როგორებიცაა – აღდგომა და ქრისტეშობა. ჩეხი ხალხი ამ დიდებულ დღესასწაულებს ყოველთვის მასობრივად აღნიშნავს ძველი ტრადიციების დაცვის თანხლებით, თუმცა უკვე დიდი ხანია მათმა დაკარგეს რელიგიური დატვირთვა და უფრო კულტურულ ფენომენებად იქცნენ.
ათეისტების შემდეგ ჩეხეთში ყველაზე დიდი რაოდენობით – კათოლიკეები სახლობენ. ბინადრობენ ასევე – პროტესტანტები, ჰუსიტები, მართლმადიდებლები და იუდეველები. მუსლიმანები ამ ევროპულ სახელმწიფოში ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვებიან. ის კი არადა, ჩეხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ერთ მეჩეთსაც ვერსად წააწყდებით. – (ავტორი გენია.ჯი)