ემილი დიკინსონის შესახებ…
დიდი ამერიკელი პოეტი ქალის – ემილი დიკინსონის (1830-1886 წლები) ცხოვრება გასაოცარია იმის მიუხედავად, რომ მასში არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. ემილის ცხოვრება რაღაც გამოზომილის მსგავსად მიედინებოდა. (ავტორი გენია.ჯი) დროის უდიდეს ნაწილს სახლში ატარებდა. ეწეოდა დიასახლისობას და კითხულობდა წიგნებს, რაც ასე ძალიან უყვარდა მას. უყვარდა სეირნობაც და, როდესაც მშობლიური პატარა ქალაქის ქუჩებში გავიდოდა სასეირნოდ, ყოველთვის რატომღაც თეთრი ფერის მქონე კაბით იმოსებოდა. სეირნობდა მარტო, რა დროსაც თავაწეული ქალი მხოლოდ და მხოლოდ წინ იყურებოდა და ვერავის ვერ ამჩნევდა.
ამჰერსიტის მოსახლეობა ემილის ფრიად უცნაური თვისებების მქონე ქალად მიიჩნევდა. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ იგი ექსტრავაგანტული იყო, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ ძალიან მარტოსული გახლდათ.
ემილი რომ გენიალურ ლექსებს წერდა, მის სიცოცხლეში ერთადერთმა ადამიანმა, ამერიკელმა ლიტერატორმა – ტომას ჰიგინსონმა იცოდა. დიკინსონი მასთან ხშირ მიმოწერას აწარმოებდა, რა დორსაც აცნობდა თავისი შემოქმედების მარგალიტებს. ჰიგინსონისათვის კარგად იყო გასაგები ემილის პროზაული ნაწარმოებების სიდიადე და ამისთვის ქებასაც უძღვნიდა მას, თუმცა ამასთანავე, კეთილსინდისიერადაც აცნობებდა, მათში აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ.
დიკინსონს სურდა საკუთარი ლექსების კრებული გამოეცა, მაგრამ ამის გაკეთება მას ისევ ჰიგინსონმა არ ურჩია. არც გამოუცია რამდენიმე ლექსის გარდა, რომელთაც არანაირი რეზონანსი არ გამოუწვევია მკითხველში.
შედეგად, ემილი დიკინსონი ისე გამოეთხოვა უშვილძიროდ წუთისოფელს, რომ არავინ უწყოდა ტომას ჰიგინსონის გარდა, როგორი გენიალური პოეტური შესაძლებლობებით იყო დაჯილდოვებული. დიკინსონის შემოქმედება (1 775 ლექსი) სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა მისივე მსგავად გაუთხოვარმა ღვიძლმა დამ მაგიდის უჯრაში. ამ უკანასკნელის გარდა, კრებულების სახით მათ გამოქვეყნებაში თავისი წილი დაიდო ტომას ჰიგინსონმაც. სწორედ ამ პერიოდიდან ხდება მკითხველთა ფართო მასებისათვის ემილის სახელი ცნობილი, როგორც დიდი პოეტი ქალისა. – (ავტორი გენია.ჯი)