შპარგალკა – „ეპიზოდი”

დღემდე დაუდგენელია, როდის ან სად გამოიყენა პირველად კაცობრიობამ – შპარგალკა. დოკუმენტურად მისი პირველი გამოყენება ფრანკთა ლეგენდარული მეფის – კარლოს დიდის (742-814 წლები) სახელთან არის დაკავშირებული. ეს ისტორიული დოკუმენტი IX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთის იმპერიის განმანახლებელმა მრისხანე მონარქმა წერა-კითხვა არ იცოდა, რის გამოც ამა თუ იმ დოკუმენტზე ხელმოწერისას, საკუთარ სახელსა და ტიტულს ყოველთვის შპარგალკიდან იწერდა. მას შემდეგ, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის ესოდენ ნაცნობი აკრძალული ნივთით ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ისარგებლა. ასე მაგალითად: შპარგალკას ხშირად მოიხმარდა ისეთი გენიალური ფიზიკოსიც კი, როგორიც გახლდათ – ალბერტ აინშტაინი. „ფარდობითობის თეორიის” ავტორმა შპარგალკის გამოყენება ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის ჟამს დაიწყო. საყურადღებოა, რომ ეს თვისება მას არც მაშინ მოუშლია, როდესაც უკვე სახელოვან ფიზიკოსად იქცა.

თანამედროვე ეპოქაში შპარგალკის გამოყენების პრივილეგიით განსაკუთრებით სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის მოწაფეები სარგებლობენ. შედეგად, ამ აკრძალული ნივთის წინააღმდეგ დიდი ხანია ბრძოლაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა ხალხები სხვადასხვაგვარად ებრძოდა შპარგალკის გამოყენების მანკიერ თვისებას. ბრძოლის მეთოდები ზოგან ჰუმანური იყო, ზოგან კი დაუნდობელი. ასე მაგალითად, ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შპარგალკის გამოყენებისათვის მოსწავლეს კლასს ატოვებინებდნენ. სხვაგან ეგრევე ორიანს უწერდნენ. ყველაზე დაუნდობელი კანონი შპარგალკის გამოყენებაზე ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედებს: მოზარდი, რომელიც 15 წელს არის გადაცილებული, შპარგალკის პირველივე ჯერზე გამოყენებისათვის რამდენიმეწლიანი ციხით ისჯება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>