ჯორჯ ვილიერსი – „ეპიზოდი”
ლუი XIII დე ბურბონის სამეფო კარზე მყოფი ინგლისის ელჩი, ბუკინგემის პირველი ჰერცოგი – ჯორჯ ვილიერსი (1592-1628 წლები), თავისი დროის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იყო მიჩნეული. მისი ურიცხვი ქონების შესახებ ხალხში უამრავი ტყუილ-მართალი ხმები დადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთში ელჩად გამგზავრებულმა ჰერცოგმა 27 ხელი ძვირადღირებული, აბრეშუმითა და ვერცხლით ნაქარგი, ხავერდით დამუშავებული, ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი ქვებით შემკული ტანისამოსი იახლა თან. ბუკინგემის ჰერცოგის მარტო ერთი, ალმასით მოჭედილი მოსასხამი – 1 000 ფუნტის ღირებულებისა გახლდათ, რაც იმ დროისათვის მართლაც რომ უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.
პარიზში იგი ყოველთვის ბრილიანტებით დამშვენებული ფართოფარფლებიანი ქუდებით გადაადგილდებოდა და მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა მიმართაც გულუხვობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი წვეულების ჟამს, ჰერცოგმა თავისი მომავალი მეუღლისაგან – კეტრინ მენერსისაგან, როგორც იქნა, სანატრელი სიტყვები გაიგონა – „მე შენ მიყვარხარ!” ბუკინგემელი დიდებული იმდენად აღუფრთოვანებია სატრფოს სიტყვებს, რომ ქუდზე დამაგრებული ყველაზე მსხვილი ალმასი ამოუღია და გაოგნებული კეტრინის თვალწინ ფანჯარაში შემდეგი სიტყვების თანხლებით გადაუგდია – „ვისურვებდი, რომ ეს წუთი, რომელიც ასეთი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის, სხვისთვისაც ბედნიერების მომტანი აღმოჩნდესო”. – ვილიერს „სხვაში” მხედველობაში ჰყავდა ის ადამიანი, რომელიც მოგვიანებით იპოვიდა ჰერცოგის მიერ ფანჯრიდან სპეციალურად გადაგდებულ ძვირადღირებულ ალმასს. – (ავტორი გენია.ჯი)