კარლ მარქსი – „ეპიზოდი”

„კომუნისტური პარტიის მანიფესტის” ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ავტორი, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი - კარლ მარქსი (1818-1883 წლები), ვისი სახელიც ასე გაფეტიშებული იყო საბჭოთა კავშირში, გაგიკვირდებათ და, ერთობ კრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მოკლედ რომ ვთქვათ, ფრიდრიხ ენგელსის თანამოაზრესა და მეგობარს რუსეთი არ უყვარდა, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა მაშინ კომუნისტური რეჟიმი. მარქსი რუსეთს იმ ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევდა, რომლის მცხოვრებთაც დროთა განმავლობაში, დამპყრობელმა მონღოლებმა და თათრებმა მონური ფსიქოლოგია ჩამოუყალიბეს. ფილოსოფოსის მოსაზრებით, „ბარბაროსული” რუსეთი ცივილიზებული და განვითარებული ევროპული ქვეყნებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგანაც ეს უზარმაზარი ქვეყანა – „ევროპის ჟანდარმობა”-ს ესწრაფვოდა. თავისი ადრინდელი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც აღნიშნულ ქვეყანაში რევოლუცია მოხდა (მეფის ხელისუფლება დაეცა) და ძალაუფლება კომუნისტებმა იგდეს ხელთ. ამიტომაც შენიშნავს რიგი ავტორებისა ირონიულად – „რაც უფრო ცუდი ხდებოდა რუსეთი, მით უფრო უკეთეს ქვეყნად თვლიდა მარქსიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>