ჯეიმზ კუკი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი - ჯეიმზ კუკი (1728-1779 წლები), ვის მიერ შედგენილი რუკებითაც XIX საუკუნემდე სარგებლობდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მეზღვაურები, იმთავითვე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში. იგი 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში – ელისაბედ ბეთსთან. (ავტორი გენია.ჯი) მთელი ამ ხნის განმავლობაში წყვილს 6 შვილი შეეძინა. მას შემდეგ, რაც ჯეიმზი მოკლეს, ელისაბეთს სახელოვანი მეუღლის „დამსახურებით”, სახელმწიფომ (ინგლისურმა ადმირალიტეტმა) პენსიის სახით საკმაოდ კარგი თანხა – 200 ფუნტი დაუნიშნა. ქალმა, რომელიც 50 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქვრივობაში, მეუღლეზე რომ არაფერი ვთქვათ, თავის ექვსივე შვილზე დიდხანს იცოცხლა და 94 წლის ასაკში განუტია სული.
ნისლიანი ალბიონი ნისლიან ალბიონათ და, ჯეიმზის ავტორიტეტი მსოფლიოს მასშტაბითაც განუზომლად დიდი იყო. ასე მაგალითად: გამოჩენილმა ავსტრალიელმა ქიმისკოსმა და ფილანთროპმა – რასელ გრიმვეიდმა, ინგლისელი მეზღვაურის გარდაცვალებიდან ათწლეულების გასვლის შემდგომ, მეპატრონისაგან გამოისყიდა ის სახლი ინგლისში, სადაც მისი კუმირი მკვლევარის ბავშვობამ განვლო. მერე სახლი სპეციალისტებმა დაშალეს და იგი ავსტრალიის მწვანე კონტინენტზე გადაიტანეს; მელბუნიში თავდაპირველი სახით ააწყვეს და შიგ ჯეიმზ კუკის მემორიალური მუზეუმი მოაწყვეს. მანამდე კი, დიდ ინგლისელ მკვლევარს პატივი დასდო მისივე საუკეთესო მეგობარმა, ყოფილმა მეზღვაურმა – ლორდმა ჰიუ პალისერმა. თავის მამულში მან ჯეიმზის ხსოვნის უკვდავსაყოფად, თავისი საუკეთესო მეგობრის სახელობის მემორიალი გახსნა. ჯეიმზ კუკის ძეგლი აღმართულია თანამედროვე ეპოქის ლონდონის ცენტრშიც. მის სახელს ატარებს კუნძულები, ყურეები, მთის მწვერვალები. ის კი არადა, რამდენიმე ამერიკულ კოსმოსურ ხომალდს ჯეიმზის საზღავო ექსპედიციის შემადგენლობაში შემავალი ხომალდების სახელებიც უწოდეს მოგვიანებით. – (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ კუკი
ლორდი ჰიუ პალისერი