„კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელფასის მოცულობას კონგრესი განსაზღვრავს და ამტკიცებს. იმავე კონგრესს აქვს უფლება, პრეზიდენტის თხოვნის შემთხვევაში ჯამაგირი გაუზარდოს სახელმწიფოს მეთაურს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ აშშ-ის ისტორიაში სულ ექვსჯერ გაუზარდა ხელფასი შტატების ფედერალური მთვარობის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის პირველ პირს. პირველი პრეზიდენტი, ვისაც კონგრესმა ხელფასი გაუზარდა 1872 წელს, აშშ-ის რიგით მე-18 პრეზიდენტი – ულის გრანტი გახლდათ (გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველი პრეზიდენტიდან მეთვრამეტე პრეზიდენტამდე პერიოდი სრულ ას წელიწადს მოითვლის). კონგრესმა ულისის თხოვნა დააკმაყოფილა და მისი წლიური ხელფასი გაზარდა (გააორმაგა): ჯორჯ ვაშინგტონიდან მოყოლებული აშშ-ის ყველა პრეზიდენტის ყოველწლიური ხელფასის ოდენობა – 25 000$ იყო; 1872 წლის შემდეგ კი 50 000$ გახდა.
მეორე პრეზიდენტი, ვინაც საკუთარი ხელფასის გაზრდაზე იზრუნა, აშშ-ის რიგით მე-10 პრეზიდენტი – უილიამ ჰოვარდ ტაფტი გახლდათ. ამჯერად ქვეყნის პირველ პირს ყოველწლიურად ხელფასის სახით – 75 000$ დაუნიშნა კონგრესმა. „დიდ პრეზიდენტს – დიდი ხელფასიც სჭირდებაო!” – ხუმრობდნენ მაშინ ფიზიკურად მძიმეწონოსანი უილიამის შესახებ ამერიკელები.
1948 წელს აშშ-ის რიგით 33 პრეზიდენტს – ჰარი ტრუმენსაც გაეზარდა ხელფასი. შემდგომ ნიქსონსაც. უკანასკნელი პრეზიდენტი, ვისი ინიცირებითაც ქვეყნის პირველ პირს ხელფასი გაეზარდა 2000 წელს და ხელფასის სახით ყოველწლიურად განესაზღვრა 400 000$, აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი – ბილ კლინტონი გახლდათ. მას შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ხელფასი უცლელი სახით არის შენარჩუნებული. – (ავტორი გენია.ჯი)