ჯან მარია ვისკონტი – „ეპიზოდი”
მილანის მე-2 ჰერცოგი – ჯან მარია ვისკონტი (1388-1412 წლები), მმართველობიდან ჩამოშორებული საკუთარი ნათესავის – ბერნაბო ვისკონტის მსგავსად, ძაღლებს უფრო დიდ პატივს სცემდა, ვიდრე ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისგან განსხვავებით, აგრესიული ჯიშის ძაღლებს ანიჭებდა უპირატესობას და მისგან განსხვავებითვე, აბსოლუტურად სხვა დანიშნულებისათვის იყენებდა მათ. ბერნაბოს თავისი მწევრები ძირითადად გარეულ ღორებზე (ტახზე) დაჰყავდა სანადიროდ, ჯოვანი მარია კი, თავის აგრესიულ ძაღლებს დამნაშავეებს უქსევდა დასაგლეჯად. გარდა დამნაშავეებისა, იგი უბრალო მოქალაქეებზეც ხშირად ცდიდა მათი კბილების ძალას, რითაც ძალიან ირთობდა ხოლმე თავს. ადამიანისაგან, ვინაც საკუთარი დედა მხოლოდ იმიტომ გამოკეტა ციხის ნესტიან საკანში, რომ ხელი არ შეეშალა მისი სასტიკი გამოხდომებისათვის, გასაკვირი მართლაც რომ არაფერია. – (ავტორი გენია.ჯი)