ფილიპო მარია ვისკონტი – „ეპიზოდი”

მილანის მმართველის ტიტული ჯან მარია ვისკონტის მკვლელობის შემდეგ, მისივე უმცროს ძმას – ფილიპო მარია ვისკონტს (1392-1447 წლები) ხვდა წილად. იგი არ წარმოადგენდა სასტიკი ბუნების ადამიანს, თუმცა უცნაურობები კი მრავლად ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ფილიპო – „ტონიტროფობიით” ანუ ჭექა-ქუხილის საშინელი შიშით ყოფილა შეპყრობილი. ვისკონტის იმდენად დიდი ფობია ჰქონია ჭექა-ქუხილისა, რომ სასახლეში, სადაც იგი ცხოვრობდა, მისთვის აგებული იქნა ორმაგი კედლების მქონე სპეციალური ოთახი. სპეციალური თავშესაფარი, რომელსაც ტონიტროფობიით შეპყობილი მილანის მმართველი ყოველი ჭექა-ქუხილის დროს აფარებდა თავს.

ცნობილია ისიც, რომ ჰერცოგი საკუთარ თავს ყოველთვის მახინჯად მიიჩნევდა (იგი კუზიანი იყო). ამ მიზეზით იგი საკუთარ სასახლეს იშვიათად ტოვებდა. ის კი არადა, თავიანთ პატრონს მოსამსახურეებიც იშვიათად შეავლებდნენ ხოლმე სასახლეში თვალს და ისიც მაშინ, როცა უჩუმრად გადაადგილდებოდა ხოლმე კორიდორებში. პირადად არ ხვდებოდა ელჩებსაც, თუმცა-კი, მათ შესანიშნავ მიღებას უზრუნველყოფდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>