ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
აგრონომის სპეციალობის მქონე მესამე რაიხის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პერსონამ – ჰაინრიხ ჰიმლერმა (1900-1945 წლები), ვისაც გასაგები მიზეზების გამო -„ეშმაკის მარჯვენა ხელი” შეარქვა ისტორიამ, თავისი უკანასკნელი შეხვედრა ადოლფ ჰიტლერთან ბერლინში გამართა 1945 წლის 20 აპრილს. ფიურერის დაბადების დღეს. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ ამ უსაძაგლესმა ადამიანმა აბსოლუტური ერთგულება შეჰფიცა თვითგანადგურების გზაზე შემდგარ ბელადს, თუმცა ღალატის გზაზე შემდგარი მეორე დღესვე ყველასაგან ფარულად შეხვდა „ებრაელთა მსოფლიო კონგრესის” შვედ წარმომადგენელს – ნორბერტ მაზურს, ვისაც განუცხადა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში კრემატორიუმების აგება ტიფის ეპიდემიის გავრცელების გამოისობით მოუხდათ იძულებით. ამ მოლაპარაკების შედეგად „სიკვდილის ფაბრიკებად” წოდებული ბანაკებიდან 20 000 ტუსაღი განთავისუფლდა.
ორიოდე დღის გასვლის შემდგომ, ჰოლოკოსტის საშინელ მოვლენაზე პასუხისმგებელმა პირმა გერმანულ ქალაქ ლუბეკში განთავსებულ შვედეთის საელჩოში ისევ გამართა ფარული შეხვედრა. ამჯერად, შვედური „წითელი ჯვრის” ხელმძღვანელთან – გრაფ ბერნადოტ ფოლკესთან. აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იქნა მესამე რაიხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის – ვალტერ შელენბერგის მიერ. ჰიმლერი ფოლკეს გერმანიის სახელმწიფოს დროებით ლიდერად წარუდგა. მიმდინარე საუბრის პროცესში ჰიმლერმა გრაფს სთხოვა, პირადად გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტისათვის – დუაიტ ეიზენჰაუერისათვის, რომ გერმანია დასავლეთს ნებდებოდა. ბერნადოტმა ჰიმლერს თავისი გამონათქვამის სიტყვა-სიტყვით გადატანა სთხოვა ფურცელზე, რაზეც თანხმობა მიიღო.
ჰიტლერმა თავისი გარემოცვის უახლოესი წევრის ღალატი მალევე შეიტყო. შედეგად, მან ჰაინრიხი გაანთავისუფლა ყველა დაკავებული პოსტიდან, ჩამოართვა ყველა ჯილდო და წოდება და გასცა მისი დაკავების ბრძანება. ბოლოს ამასაც არ დასჯერდა და თავის ანდერძში – „მოღალატე” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)