„დამაკვირდი”

„რამდენი სიფრთხილე მართებს ადამიანს, რომ წრეგადასულ სიხარბესა და თავკერძოებას მოერიოს და სახელი სამუდამოდ არ შეირცხვინოს”. – ვახტანგ ჭელიძე - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი მუდამ იმედს ებღაუჭება”.

* * *

„მე არ ვკითხულობ წიგნებს მხატვრობაზე, – ეგ მოყვარულების საქმეა”. – ანრი ტულუზ-ლოტრეკი

* * *

„ყველაზე საშინლად ამქვეყნად, ცოცხლად გახრწნილი ადამიანი ყარს”. – ირვინგ სტოუნი

* * *

„ძნელია განწირულ ადამიანს ჩვენში ჩვეულებად მიღებული სიტყვებით მიმართო – როგორა ხარ, რასა იქმო. დაცინვასავით გამოვა. ისიც ძნელია ასეთ დღეში მყოფი კაცი გაამხნევო და რისიმე იმედი მისცე. ესეც თითქოს დაცინვასავითაა”. – ვახტანგ ჭელიძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება და თვეებს საუკუნეებად ვითვლი”. – ლადო ასათიანი

* * *

„ინგლისი მოელის, რომ ყოველი ინგლისელი თავის ვალს მოიხდის ქვეყნის წინაშე!” – ( ამ სიტყვებით მიმართა ტრაფალგარის უმნიშვნელოვანი ბრძოლის დაწყების წინ ჰორაციო ნელსონმა თავის ჯარისკაცებს)

* * *

„მე ვიზრდებოდი არწივების გადაყივილში”. – გიორგი ლეონიძე

* * *

„ადამიანს რომ სამმა კაცმა უთხრას, ბრმა ხარო, თვალზე ხელს მოისვამს. ზოგიერთი კი იმისთანაა, ღმერთმა რომ უთხრას, მაინც არ დაიჯერებს”. – გრიგოლ ჩიქოვანი

* * *

„წესითა და რიგით, გამოცდილებამ ჭკუა უნდა ასწავლოს კაცს”. – შტეფან ცვაიგი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>