ალფრედ სისლეი – „ეპიზოდი”
„მშვიდი მეამბოხე” – ასე მოიხსენიებდნენ ინგლისური წარმომავლობის მქონე დიდ ფრანგ მხატვარ-პეიზაჟისტს – ალფრედ სისლეის (1839-1899 წლები) უახლოესი მეგობრები. კამილ პისარო კი სულაც – „ნამდვილ იმპრესიონისტს”უწოდება მას. (ავტორი გენია.ჯი) თავისი წინაპრებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, ალფრედმა ტრადიციას გადაუხვია. მან საკუთარი ნათესავის ნაცვლად, თავისივე მენატურე ქალი – მარი ეჟენი ლაკუეზეკი შეირთო ცოლად 1866 წელს. წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი – ქალ-ვაჟი შეეძინა. სისლეი და მისი უერთგულესი მეუღლე ქორწინებიდან ორიოდე წლის გასვლის შემდგომ, პიერ ოგიუსტ რენუარმა პორტრეტზეც აღბეჭდა, სადაც ისინი მთელი თავისი სიმაღლით არიან წარმოდგენილი (ქვემოთ განთავსებული სურათი).
მიუხედავად აქტიური მოღვაწეობისა, სისლეის სახელოვნებო ოსტატობას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა ხელოვნებათმცოდნეები. მორიგი წარუმატებელი გამოფენის შემდგომ, 1887 წელს ალფრედი ოჯახთან ერთად საცხოვრებელ ადგილს იცვლის. წარუმატებლობით გაბრაზებული მხატვარი ურთიერთობას თითქმის წყვეტს მეგობრებთან და საკუთარ თავში იკეტება. კარიერულმა ფიასკომ სისლეის ოჯახის სავალალო ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მხატვარს ცოლ-შვილთან ერთად უკიდურეს სიდუხჭირეში უხდებოდა არსებობა და თავის გატანა. შედეგად, როდესაც მედიკოსებმა საშინელი დიაგნოზი – ყელის კიბო დაუსვეს მას, იგი იძულებული გახდა, თავისთან უკანასკნელად ეხმო უახლოესი მეგობარი – კლოდ მონე, ვისაც მომაკვდავმა ანდერძად დაუტოვა – არასოდეს არ დაეშვა სისლეის ოჯახს სიღატაკეში აღმოხდომოდა სული. – (ავტორი გენია.ჯი)