ალბრეხტ დიურერი – „ეპიზოდი”
დასავლეთ ევროპული რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი წარმომადგენელი, გრავიორის დიდოსტატი და გრაფიკის ტიტანი – ალბრეხტ დიურერი (1471-1528 წლები) ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც სარკიდან საკუთარი პორტრეტი გადაიხატა ტილოზე. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ ავტოპორტრეტის ჟანრი სახვით ხელოვნებაში არ არსებობდა და შესაბამისად, იგი გახდა ის პირველი ფერმწერი, ვინაც მოსალოდნელი კრიტიკის მიუხედავად, გაბედა და, თავისი გამოსახულება ასახა ტილოზე. გარდა ამისა, იგი იყო ის პირველი ევროპელი ხელოვანიც, რომელმაც ავტობიოგრაფია დაწერა. მის სახელთან ასევე დაკავშირებულია ისეთი ანთროპოლოგიური მეთოდის დაარსება, როგორიცაა – „ანთროპომეტრია”. თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება. ალბრეხტ დიურერი წარმოადგენდა იმ პირველ ადამიანსაც, ვინაც თავისი შემოქმედების ამოსაცნობად, – ლოგოტიპი, ბრენდი შექმნა. ეს მით უფრო გასაკვირი ფაქტია, რომ მის ტილოებზე დიურერი ყოველთვის გრძელი ფრაზების წარწერით გამოირჩეოდა. მაგალითად, ალბრეხტს ავტოპორტრეტის მუქ ფონზე დატანილი აქვს წარწერა – „ჩემი საქმეები ზეცაში განისაზღვრება”; სხვა სურათზე – „ჩემი საქმეები ისე მიდის, როგორც ზეცამ ინება”, და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)
ალბრეხტ დიურერის მიერ შემუშავებული ლოგო