ოთარ ჭილაძე წერდა…
„მთავარი უდანაშაულობაა და არა – უდანაშაულობის დამტკიცება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაკი აიღე – მოიხმარ კიდეც!”
* * *
„ადამიანი თურმე, თვითონვეა აზრი, ყოველთვის – ჩასახვამდეც, გაჩენამდეც რაღაც მნიშვნელოვან აზრს მოიცავს, თურმე, მაგრამ ვერასოდეს ეზიარება იმის სიდიადეს, ვიდრე არ ამოქმედდება, ვიდრე არ დაუპირისპირდება უმეცრებას, გაურკვევლობას, სიბნელეს, რაც, თურმე, არსებობისთვისაა ხელსაყრელი, ვიდრე ცხოვრებისთვის, რადგან აღმოჩენილით დაკმაყოფილებასა და არსებულთან შეგუებას გავალდებულებს და არა ახლის აღმოჩენას ანდა არსებულის გარდაქმნას”.
* * *
„არიან ისეთებიც, ვისაც ბედისწერა ლამის გაჩენის დღიდან აითვალწუნებს”.
* * *
„სიმართლისა და უდანაშაულობის დასამტკიცებელი გზა, ხშირად, მაინცდამაინც, ციხესა და სასჯელზე გადის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგისთვის სიცოცხლეც ისეთივე უაზრობაა, როგორც სიკვდილი, სიცოცხლისაც ისე ეშინიათ, როგორც სიკვდილისა”.
* * *
„ამძუვნებული დედაკაცის ბიძგები წარმართავს კაცობრიობას და არა რელიგიური, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური ტრაქტატები”.
* * *
„ – არაფრისგან არაფერში ჩასახული. არარსებული ტაძრის გლახა. არასებული აკლდამის დარაჯი. არარსებული ცხოვრების მაჩანჩალა… ჭიტლაყი და დაობებული პურის ყუა! აი, დიდი-დიდი, რასაც მე ვიმსახურებ, რადგან არც არაფერს ვაკეთებ და არც არაფერს ვაშავებ”.
* * *
„რაც გინდა, უნდა გააკეთო კიდეც”. – (ავტორი გენია.ჯი)