ექსპერტი – „ეპიზოდი”

1616 წლის 5 მარტს ოფიციალურად იქნა აკრძალული რენესანსის ეპოქაში მოღვაწე გენიალური პოლონელი ასტრონომისა და სწავლულის – ნიკოლოზ კოპერნიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი (წიგნი) – „ციური სხეულების ბრუნვის შესახებ”, სადაც ავტორის მიერ მეცნიერულად დადასტურებული იყო, რომ სამყაროს ცენტრში განთავსებული გახლდათ – მზე და არა დედამიწა. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში მეტად საინტერესოა, რომ კოპერნიკის წიგნის შესახებ დასკვნა დაწერა იმ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ თავს – „exspertus” ანუ „ექსპერტებად” მოიხსენიებდნენ.

ცნობისათვის, სიტყვა – „ექსპერტი”ლათინური წარმომავლობის მქონეა და „გამოცდილს” აღნიშნავს. თანამედროვე გაგებით კი მოგეხსენებათ, რომ ექსპერტი გახლავთ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირი, რომელსაც იწვევენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და სხვა საკითხების გადასაყვეტად და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში.

კოპერნიკის გენიალური ნაშრომის გამოქვეყნებაზე დაწესებული აკრძალვა, რომელშიაც სწორედ რომ დღეისათვის ეგზომ ნაქებ ექსპერტებს მიუძღოდათ ლომის წილი, ავტორის გარდაცვალებიდან 200 (!) წლის გასვლის შემდეგ მოიხსნა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>