დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
„კურტიზანთა კლასის პირველი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი” – ასე მოიხსენიებენ დღემდე XV-XVI საუკუნეებში „მოღვაწე” „ერთ-ერთ რომაელ როსკიპ ქალს”, ვინაც გარდა უმშვენიერესი გარეგნობისა, საღი გონებითა და ბრწყინვალე ინტელექტითაც გაითქვა თავის თანამედროვეებში სახელი. „ეს” მომხიბლავი ქალი უპირატესობას იმთავითვე მდიდარ მამაკაცებს ანიჭებდა. შედეგად, „მის” საყვარლებს ძირითად ბანკირები და სხვა ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები წარმოადგენდნენ. საყვარლობდა პოეტებთან და მხატვრებთანაც, ოღონდ ეკონომიკურად წელში გამართულებთან.
სამწუხაროდ, „ამ” ეგზომ პოპულარული კურტიზანი ქალის სიცოცხლე სულ რაღაც ოცდაექვსიოდე წლის ასაკში ჩაიფერფლა. „მისი” ღირსეული დაკრძალვა საკუთარ თავზე „როსკიპი ქალის” ერთ-ერთმა მდიდარმა საყვარელმა აიღო, რითაც საზოგადოება ფრიად განაცვიფრა, რადგან მანამდე კურტიზანი ქალის ხსოვნისადმი რომში ასეთი პატივი არავის არასდროს არ ჰქონია მინაგები. დაასახელეთ, რომელ ცნობილ კურტიზან ქალს ხვდა პირველად „მარადიულ ქალაქში” ეგზომ დიდი პატივი თავისი მდიდარი საყვარლისაგან?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: იმპერია კონიატი (1486-1512 წლები)