იან ამოს კომენსკი – „ეპიზოდი”
„უბედურ დღედ ან საათად მისაჩნევია ის დღე ან საათი, რომელშიაც ახალი ვერაფერი შესძინეთ თქვენს განათლებასო”, – ამბობდა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის გენიალური ჩეხი ფუძემდებელი – იან ამოს კომენსკი (1592-1670 წლები). პედაგოგიკას, როგორც თვითმყოფად დისციპლინას, სწორედ რომ ამ ჰუმანისტმა კაცმა ჩაუყარა საფუძველი. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან ასევე დაკავშირებულია 45 წუთიანი გაკვეთილების შემოღება სასწავლო დაწესებულებებში; შესვენებების დაწესება გაკვეთილებს შორის და, რაც ასე უყვართ სკოლის მოსწავლეებს – „ზაფხულის არდადეგების” დამკვიდრება. კომენსკიმ ისიც დაამტკიცა, რომ უმჯობესი გახლდათ ბავშვებს საშუალო განათლების მიღება სკოლებში 6 წლის ასაკიდან დაეწყოთ; მანვე განსაზღვრა შესასწავლი საგნებიც ასაკისდა მიხედვით. „განათლება უნდა იყოს ჭეშმარიტი, სრული, ნათელი და მყარიო”, – ირწმუნებოდა იგი. ჩეხი პედაგოგის ინიციატივა გახლდათ ისიც, რომ ბავშვების მიღება სკოლებმა წელიწადში ერთხელ დაიწყეს.
იან ამოს კომენსკის გარდაცვალებიდან ასწლეულებმა განვლეს. ამ ხნის განმავლობაში საგანმანათლებლო სისტემაში მსოფლიო მასშტაბით, უამრავი ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა ბევრი რამ. თუმცა უცვლელი დარჩა ჩეხი სწავლულის მიერ საგანმანათლებლო სისტემაში ჩადებული ზოგადი საფუძვლები. – (ავტორი გენია.ჯი)