რონალდ რეიგანი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების საყოველთაოდ ცნობილი პრეზიდენტი – რონალდ უილსონ რეიგანი (1911-2004 წლები), გარდა პოლიტიკური მახვილგონიერებისა, იუმორის გასაოცარი ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) ის ხომ პროფესიით მსახიობი იყო და, აბა, რომელი მსახიობია ისეთი, იუმორის დიდებული გრძნობა რომ არ ახასიათებდეს?! ერთხელ ჰკითხეს კიდეც – „შესაძლებელია თუ არა, მსახიობი პრეზიდენტი იყოსო? – რის საპასუხოდად თავად იკითხა რიტორიკულად – „ნუთუ პრეზიდენტს შეუძლია მსახიობი არ იყოსო”.
რეიგანის ბიოგრაფების ცნობით, ამ ლეგენდად ქცეულ კაცს, ვისაც ხშირად შველოდა ხოლმე იუმორი ამა თუ იმ სიტუაციაში, განსაკუთრებით მაინც ანეკდოტები ჰყვარებია. სცოდნია კიდეც ბევრი ანეკდოტი. ყველაზე მეტი ანეკდოტი რონალდმა თავისი ქვეყნის მთავარი ოპონენტი ქვეყნის – საბჭოთა კავშირის შესახებ იცოდა. ის კი არადა, მმართველობის ჟამს მან პირადად დაავალა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საბჭოთა ანეკდოტების შეგროვება და ყოველ კვირეულად მათი მიწოდება თეთრ სახლში ქვეყნის პირველი პირისთვის. ამ გზით რეიგანს უზარმაზარი ანეკდოტების კოლექციაც დაგროვებია დროთა განმავლობაში. საერთო ჯამში, რეიგანის კოლექცია 15 000 ანეკდოტისაგან შედგებოდა. მათ შორის უდიდესი ნაწილი მის მიერვე „ბოროტების იმპერიად” შერაცხილი – საბჭოთა ანეკდოტები იყო.
აქვე გთავაზობთ ერთ-ერთ პოპულარულ ანეკდოტს რეიგანის კოლექციიდან: „ბრეჟნევს იუმორის ისეთი გრძნობა აქვს, რომ ყველა ანეკდოტს აგროვებს, რაც კი მის შესახებ თქმულაო”. – უთქვამს ერთს. „ – დიახ, ეს სრული სიმართლეა. მაგრამ ის იმ ადამიანების კოლექციასაც აგროვებს, ვინც მათ ჰყვებაო”. – უპასუხია მეორეს. – (ავტორი გენია.ჯი)