ჩინგიზ აითმათოვი – „ეპიზოდი”

„კუჭი გონებაზე გაცილებით გონიერი ორგანოა, რადგან მას გულის რევისა და ღებინების უნარი გააჩნია. ტვინი კი მისგან განსხვავებით, ნებისმიერ ნაგავს ყლაპავს და ინელებსო”. – ასეთი პარადოქსული მოსაზრება წარმოთქვა მწერალთა ერთ-ერთ ფორუმზე დიდმა ყირგიზმა ლიტერატორმა - ჩინგიზ აითმათოვმა (1928-2008 წლები). ლიტერატორმა, რომელიც გარდაცვალებამდე ერთიოდე წლით ადრე ოფიციალურად წარადგინა თურქეთის ხელისუფლებამ ნობელის პრემიაზე, როგორც „თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თურქულენოვანი მწერალი”. სამწუხაროდ, აითმათოვი ისე გაემგზავრა იმიერში, რომ ეგზომ საპატიო ჯილდოს მიღების პატივი არ ხვდომია წილად.

სიცოცხლის ჟამს კი, დიდი ყირგიზი მწერალი ამბობდა, რომ სულ სამიოდე რამის შესწავლას ისურვებდა ამქვეყნად: ხელის საბეჭდ მანქანასა და კომპიუტერზე მუშაობას, ავტომობილის მართვას და ინგლისური ენის შესწავლას. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ შეისწავლა ვერც ერთი მათგანი – თავის ლიტერატურულ ქმნილებებზე ხელნაწერების სახით მუშაობდა, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ისწავლა ავტომობილის მართვა… რაც შეეხება ინგლისურ ენას: აითმათოვი მშობლიური ენის გარდა ფლობდა ყაზახურ, რუსულ და გერმანულ ენებს. ინგლისურ ენას კი ვერა და ვერ დაეუფლა. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>