ენვერ ხოჯა – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ალბანელი დიქტატორი – ენვერ ჰალილ ხოჯა (1908-1985 წლები), ვინაც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად – სტალინთან პირველი შეხვედრის დღეს ასახელებდა, ერთობ უცნაური თვისებების მქონე პერსონას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) უკიდურესი ეჭვიანობით შეპყრობილი მმართველი ალბანეთის ირგვლივ ყოველთვის მტერსა და მისგან მომავალ საშიშროებას ხედავდა, რის გამოც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბუნკერების მასობრივ მშენებლობას მიჰყო ხელი. შედეგად, საერთო ჯამში, ენვერ ხოჯას ბრძანებით ალბანეთში 700 000 ბუნკერი აშენდა. სტატისტიკური შეფარდებით რომ ვთქვათ, თითო ბუნკერი თითო ალბანურ ოჯახზე. იგივე ეჭვის საბაბით, მტრისთვის რომ თავგზა აერია, დიქტატორმა აკრძალა ქუჩებში სახლების დანომვრებიც.
მისი ბრძანებით აშენებული ბუნკერების ვარგისიანობა ენვერ ხოჯამ ერთხელ მართლაც რომ „უნიკალური” მეთოდით შეამოწმა: ერთ-ერთი ინჟინერი მის მიერვე აგებული მცირე ზომის ბუნკერის კოშკურაში ჩასვა, თავად ტანკის საჭეს მიუჯდა და რამდენიმე ზუსტი გასროლა განახორციელა მისი მიმართულებით. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ტანკის ჭურვებმა პატარა ბუნკერსა და მის „მშობელს” ვერაფერი დააკლეს. სამაგიეროდ, ბუნკერის სიმყარით აღფრთოვანებულმა დიქტატორმა უკიდურესად შეშინებულ ინჟინერს ჯილდოს სახით რამდენიმე ბუნკერის აგების უფლება კიდევ მიანიჭა. – (ავტორი გენია.ჯი)