ნიკოლოზ გოგოლი – „ეპიზოდი”
უკრაინული წარმომავლობის მქონე სახელოვანი რუსი ლიტერატორის - ნიკოლოზ გოგოლის (1809-1852 წლები) უცნაური ხასიათი და უჩვეულო თვისებები იმთავითვე განსჯის საგნად იყო ქცეული საზოგადოებაში. ასე მაგალითად: ვერავინ იგებდა ვერასდროს, როდის ლაპარაკობდა იგი სიმართლეს და როდის – ტყუილს. (ავტორი გენია.ჯი) „მკვდარი სულები”-ს ავტორის შესახებ მეტად საინტერესო ცნობები მოგვაწოდა ლიტერატორის ერთ-ერთმა თანამედროვემ – ვასილი რუბიჩ-რომანოვიჩმა. მისი მტკიცებით, გოგოლს რამდენიმე უჩვეულო თვისება ახასიათებდა. პროზაიკოსის ერთ-ერთი უცნაურობა თურმე შემდეგში მდგომარეობდა: საკუთარ სამუშაო კაბინეტში მყოფი ნიკოლოზი, ვისთვისაც ღამით მუშაობა ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა, ხშირად გამოსცემდა ხოლმე ამა თუ იმ ცხოველისა და ფრინველის ხმებს. გოგოლი ხან თხასავით კიკინებდა, ხან მამალივით ყიოდა და ხანაც ღორის ღრუტუნის მსგავს ხმებს გამოსცემდა. ერთხელ ნიკოლოზს ჰკითხეს კიდეც ზიზეზი იმისა, რატომ უკეთებდა იმიტირებას ცხოველების ხმებს, რაზეც კითხვის ადრესატმა შემდეგი პასუხი გასცა: „ვამჯობინებ სრულიად მარტო ვიყო ღორების საზოგადოებაში, ვიდრე ადამიანებს შორისო”. – (ავტორი გენია.ჯი)