ერნესტ ჰემინგუეი – „ეპიზოდი”
ჰანს კრისტიან ანდერსენი, ლუის კეროლი, აგათა კრისტი, ვლადიმერ მაიაკოვსკი – ეს ის საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატორებია, რომლებმაც ვერა და ვერ შეისწავლეს სათანადო დონეზე ენათმეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც გახლავთ – გრამატიკა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, დიდი დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი იმდენ შეცდომას უშვებდა ტექსტებში, რომ გამომცემლები, რომელთათვისაც ძალიან რთული იყო მათი წაკითხვა, საერთოდ უარსაც კი აცხადებდნენ ავტორის ხელნაწერების თუნდაც ერთხელ გადაკითხვაზე. ამიტომაც მიმართავდა იგი ხშირად კორექტორებს დახმარებისათვის.
გრამატიკული შეცდომები ასევე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ საშუალო განათლების არ მქონე გენიალური ამერიკელი მწერლის - ერნესტ მილერ ჰემინგუეის (1899-1961 წლები) შემთხვევაშიც. მისი ბიოგრაფები ყოველთვის უსვამენ ხაზს, რომ ჰემინგუეის ხელნაწერების გაცნობის შემთხვევაში, სადაც უამრავი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული, უმალვე აღმოაჩენდით მის ბანალურ სიზარმაცესო.
მიუხედავად უამრავი გრამატიკული შეცდომისა, ერნესტი კატეგორიულ უარს აცხადებდა თავისი ხელნაწერის კორექტირებაზე. იგი არასოდეს უბრუნდებოდა ძველ ტექსტებში დაშვებული შეცდომების ჩასწორებას და ამბობდა – „ეს საქმე – რედაქტორების სამუშაოა და, არა შემოქმედისო!” – (ავტორი გენია.ჯი)