„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„წარბს კი არადა, კაცის ენას აღარ დაეჯერება დღეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა სოფელს ჰყავს ერთი სულელი თავის გასართობად, შესაბრალისად და ჭკუის სასწავლებლად”.
* * *
„ღვინო, კაცს კი არა, ხეს დაათრობს, ყოველდღე ძირში რომ მიუსხა”.
* * *
„გლახა და უვარგისი კაცი ისე მოკვდება და გაასვენებენ, მეზობელი ვერ გაიგებს”.
* * *
„თავთავის დროზე და ღვთის ნება-სურვილით ჩვენ ყველა ვუკვდებით ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სტუმარი ატირებული ვის გაუშვია”.
* * *
„უყვავილებოდ მკვდარია ქორწილი, ყვავილებით ცოცხლდება მკვდარი”.
* * *
„ცრემლი ორნაირი ყოფილა. ტკივილის ცრემლი თვალებიდან აღარ გადმოდის, შიგნით ჩადის, გულს ეწვეთება”.
* * *
„იმ ვარდის მოწყვეტას ყველა ერიდება, ქოფაკი რომ იცავს და დარაჯობს”.
* * *
„ქალები სასწაულები ხართ, ხელი ცას მიგიწვდებათ, ოცნების კოშკებს იშენებთ, ოცნების ქალაქებს ეძებთ. ჩვენ კი ობობასავით ბადეებს ვხლართავთ, რომ შიგ გაგაბათ, დაგატყვევოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)