ემილ ზოლა – „იმპრესიონისტების მანიფესტი”
„პირველი: ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყოველი ჯურის ჭეშმარიტება სილამაზეს შეიცავს, დამოუკიდებლად იმისა, რა უგვანო სახეც არ უნდა ჰქონდეს მას. გვჯერა, რომ მახინჯ სინამდვილეს მეტი სილამაზე აქვს, ვიდრე ლამაზ ტყუილს, სოფელს მეტი აქვს პოეზია, ვიდრე მთელი პარიზის სალონებს, ერთად აღებულს. ჩვენ გვიყვარს ტკივილი, რადგან იგი არის უდიდესი გრძნობა ყველა ადამიანურ გრძნობათა შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გრძნობიერი სიყვარული ლამაზია, თუნდაც ეს ეხებოდეს რომელიმე ზნედაცემულ მეძავსა და მის მაჭანკალს. ჩვენ ადამიანს უმსგავსოებაზე მაღლა ვაყენებთ, ტკივილს მშვენიერებაზე მაღლა, ხოლო ტლანქი, შეულამაზებელი რეალობა მთელი პარიზის სიმდიდრეს გვირჩევნია. ვიღებთ ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის, ყოველგვარი მორალური განსჯის გარეშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუჩის ქალი არაფრით ჩამოუვარდება წარჩინებულ მანდილოსანს, კონსიერჟი გენერალს, ხოლო გლეხი სჯობს რომელიმე კაბინეტში გამოჭიმულ მინისტრს, რადგან ყველა ესენი ბუნების ნაწილნი არიან მასში ჩახლართულ-ჩაქსოვილნი”. – (ავტორი გენია.ჯი)