მუჰამედ ზაჰირ-შაჰი – „ეპიზოდი”
„ოქროს ერა” – ასე უწოდა მადლიერმა ავღანელმა ხალმა ქვეყნის რიგით მე-5 მეფის – მუჰამედ ზაჰირ-შაჰის (1914-2007 წლები) ორმოცწლიანი მმართველობის პერიოდს. სობრონში მიღებული ბრწყინვალე ევროპული განათლების მქონე რეფორმატორი მონარქი, რიგი ავტორების გადმოცემით, ერთობ არაორდინარული პიროვნება ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე უცხო ენის მცოდნე ზაჰირ-შაჰი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ავღანეთი ცივილიზებულ სახელმწიფოდ ექცია, ხოლო ავღანელი ხალხისათვის ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა.
ფადიშაჰის პირადი ინიციატივით, 1964 წელს მიღებული იქნა რევოლუციური შედეგების მომტანი კონსტიტუცია. აღნიშნული კონსტიტუციის თანახმად, მუჰამედმა ავღანეთში პირველმა მოახდინა სამართლებლივი სისტემის „დეშარიათიზაცია”; პრაქტიკაში დამკვიდრდა სამოქალაქო უფლებების კანონები; ჩამოყალიბდა წარმომადგენლობითი პარლამენტი და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები; ქალებისათვის სავალდებულო აღარ იყო ჩადრისა და ჰიჯაბის ტარება; განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მუჰამედის მიერ შედგენილი კონსტიტუციის თანახმად, მეფის ნათესავებს ეკრძალებოდათ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობების დაკავება სახელმწიფო უწყებებში, არამედ საერთოდ – პოლიტიკაში ჩართვაც კი. ამ მეთოდით ზაჰირ-შაჰმა ავღანეთში ეგზომ დამკვიდრებული კლანური მმართველობისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა.
როგორც ხდება ხოლმე, თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხისათვის დამაშვრალ ავღანელ მონარქს ქვეყნისათვის საკეთილდღეო საქმის ბოლომდე მიყვანა არ დააცალეს. როგორც აღმოჩნდა, იგი თევზის ფხად დაედო ყელზე ბევრ მის გავლენიან არაკეთილმოსურნეს. შედეგად, ფადიშაჰი ტახტიდან საკუთარი ძმის მიერვე იქნა ჩამოგდებული 1973 წელს. სამშობლოს მუჰამედი 29 წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა და იქვე ჰპოვა თავისი აღსასრულიც. – (ავტორი გენია.ჯი)