ევგენი ბოტკინი – (რომანოვების სიკვდილამდე ერთგული მედიკოსი)

„ – მე მთელი ჩემი პატარა გულით მიყვარხართ!” – ასე მიმართა ერთხელ ბავშვობის ჟამს ნიკოლოზ მეორის ოჯახის პირად ექიმს – ევგენი ბოტკინს (1865-1918 წლები) ტახტის მემკვიდრე ცესარევიჩმა – ალექსეი რომანოვმა. ამ სიტყვებში, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, შესანიშნავად ჩანს, რაოდენ დიდი სიყვარული გააჩნდა რომანოვებს თავიანთი ლეიბ-მედიკოსისა. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთში მონარქიის დაცემის შემდეგ, იგი ნებაყოფლობით დარჩა ცარსკოე სელოში სამეფო ოჯახთან ერთად. მან ბოლშევიკებისაგან დასახვრეტად განწირული რომანოვების ოჯახი არც გადასახლების ჟამს მიატოვა განსაცდელში. იგი აქაც ნებაყოფლობით გაყვა მათ ტობოლსკში. გასათვალისწინებელია ის მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ სამეფო ოჯახის ეგზომ ერთგული და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ექიმი ცოლ-შვილის პატრონი იყო. შედეგად, მას საკუთარი ოჯახის იძულებით მიტოვებაც მოუხდა „ნებაყოფლობითვე”.

რომანოვებთან ერთად გადასახლებაში მყოფი მათი პირადი ექიმი რომანოვებთან ერთადვე დახვრიტეს იპატიევის სახლში. მას თავისუფლად შეეძლო, რომ იმ ტრაგიკულ ადგილას არ აღმოჩენილიყო. შესაბამისად, არც დახვრეტილიყო. თუმცა ბოტკინმა თავისი ღირსება, ერთგულება და რომანოვების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა საკუთარ სიცოცხლეს ამჯობინა.

თავისი უკანასკნელი წერილის ერთ-ერთ აბზაცში იგი წერდა – „იმისათვის, რომ ადამიანური და სამედიცინო მოვალეობა ღირსეულად აღმესრულებინა, საკუთარი ოჯახის, შვილების ობლად დატოვება მომიხდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. მოგვიანებით, რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ევგენი ბოტკინი წმინდანად შერაცხა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>