პავსანია – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს სპარტელ მხედართმთავარს – პავსანიას, ვისი სარდლობითაც პლატეის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში ბერძნებმა სპარსელები გააკრეს ბეჭებზე, ერთხელ რომელიღაც ექიმმა, რომლის მომსახურეობითაც არასოდეს უსარგებლია მას, ერთობ ირონიულად უთხრა – „დაბერებულხარო”, – რაზედაც ელადის განთავისუფლების დღედ ქცეული მოვლენების გმირს ერთობ მრავლისმეტყველად უპასუხნია – „ასე მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ შენთან არასდროს მიმკურნალიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)