ჰელიოგაბალუსი – „ეპიზოდი”
ყველაზე მეტად, რაც განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევდა „მარადიული ქალაქის” მკვიდრებში, რომის სულით თახსირი იმპერატორის – ჰელიოგაბალუსის (204-222 წლები) მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) საკადრო პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად, შეიწირა კიდეც იგი შეთქმულების გზით. და მართლაც, ამ აღვირახსნილი მმართველის საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებდა. სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ისეთი პირები, მაგალითად როგორიც იყო ყოფილი მეჯინიბე – ჰერიოკლე. ეს ის ჰერიოკლეა, რომელსაც ჰელიოგაბალუსი საჯაროდ უწოდებდა „თავის ქმარს”. მისი ახლო მეგობარი და თანამეინახე აკრობატი – ევტიხიანე პრეტორიის პრეფექტი გახდა; ყოფილი დალაქი – კლავდიუსი პასუხს აგებდა ლოჯისტიკაზე; პირველ მინსტრად კი სულაც ვინმე ზოტიკოსი იმიტომ დანიშნა, რომ იგი თავისი უზარმაზარი „მამაკაცური ღირსებით” იწონებდა თავს. გარდა ამისა, ჰელიოგაბალუსმა რომის სენატი შობლიური მიწის ხალხით, სირიელებით გადაავსო, რამაც თავის მხრივ, რომაელთა მოთმინების ფიალასაც დაუდო ზღვარი. – (ავტორი გენია.ჯი)