ოქტავიანე ავგუსტუსი – „ეპიზოდი”
რომის იმპერიის საყოველთაოდ ცნობილი დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ 63 – ახ.წ 14 წლები), ვინაც წარმატებულ პოლიტიკოსად და დიდ დამპყრობელად გააცნო თავი მსოფლიოს, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, ეს უდიდესი ისტორიული პერსონა, ვისთვისაც თევზაობა და ძვირადღირებული კორინთული ლარნაკების შეგროვება ცხოვრების ჰობად იყო ქცეული, გენიალურმა ძველ რომაელმა ენციკლოპედისტმა და ბიოგრაფმა – სვეტონისმა – „სადისტად” დაახასიათა, რის დასადასტურებლადაც რამდენიმე ფაქტი გადმოგვცა. ასე მაგალითად: თანამედროვე იტალიური ქალაქის პერუჯას აღების შემდგომ, ოქტავიანეს ხელში უამრავი ტყვე აღმოჩენილა. მათი უდიდესი ნაწილი ავგუსტუსის ბრძანებით სიკვდილს მისცეს. მანამდეკი, ყველა იმ ტყვედ აყვანილ ადამიანს, რომელიც იმპერატორს შეწყალებას შეევედრებოდა, ოქტავიანე სამად სამი სიტყვის თანხლებით იშორებდა თავიდან – „შენ უნდა მოკვდე…” – ერთ-ერთ ტყვეს კი, რომელმაც ავგუსტუსს ჰკითხა, რა ბედი ელოდა მის ცხედარს სიკვდილით დასჯის შემდგომ – მიაბარებდნენ თუ არა მას მიწას, გაიუსმა ერთობ ცინიკური პასუხი გასცა: „ – ამაზე ფრინველები იზრუნებენო!”. – (ავტორი გენია.ჯი)